ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კატალონიის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა საპატიმრო დატოვა

კატალონიის პარლამენტის სპიკერმა, კარმე ფორკადელმა 150 000 ევროს გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საქმის არსებით განხილვამდე მან გარკვეული პირობები უნდა დაიცვას. კონკრეტულად, კარმე ფორკადელს ესპანეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალება. ასევე, ვალდებულია სასამართლოში კვირაში ერთხელ გამოცხადდეს.

უკვე ყოფილმა სპიკერმა გასულ ხუთშაბათს, ესპანეთის უზენაეს სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ, 150 000 ევროს გირაოს გადახდა შესთავაზა, რასაც სასამართლო დათანხმდა.

რაც შეეხებათ კატალონიის პარლამენტის პრეზიდიუმის ყოფილ წევრებს, მათ გირაოს სახით 25 000 ევრო უნდა გადაიხადონ.

იტვირთბა....