ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სითი პარკთან ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ”

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია “სითი პარკთან” დაკავშირებულ  შესაძლო სამართლებლივი დავის დაწეყაბს ეხმაურება. მისი თქმით,  ხელშეკრულება სამართლებრივ ნაწილში იმდენად კაბალურია, რომ არ ჰგონია,  რომ რაღაც სასურველ შედეგს მიაღწიოს მერიამ. თუმცა ნარმანიას თქმით, “სითი პარკის” მტაცებლური პოლიტიკის შესაცვლელად ყველა ერთად უნდა დადგეს.

“ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულება გახდებოდა საჯარო. გრიფი მოვხსენით და დღესაც მერიის საიტზე დევს ეს ხელშეკრულება. ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომლის მოშლის შემთხვევაში, თბილისის ხელისუფლებას მინიმუმ 25 მილიონი უნდა გადაეხადა.

ჩვენ ყველა სამართლებრივი გზით და მოლაპარაკებით ვეცადეთ, რომ ისინი გონივრულ მოლაპარაკებებზე წამოგვეყვანა და არაერთხელ შევთავაზეთ ხელშეკრულებაში ცვლილებები. რამდენიმე ძალიან ცხარე კამათი და შეხვედრა იყო პირადად ჩემთანაც, ვერ მივაღწიეთ მოლაპარაკებებს.

ადმინისტრაციულად რამდენჯერმე იყვნენ დაჯარიმებული, თუმცა სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველი შემთხვევისთვის კარგია, რომ კიდევ უფრო მეტი რამის ცდა მოხდება. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ მისი მტაცებლური პოლიტიკა რამენაირად შეიცვალოს”, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ახლად არჩეული მერის განცხადებით, შესაძლოა “სითი პარკთან” მერიამ სამართლებლივი დავა დაიწყოს.

იტვირთბა....