ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები ქვეყანაში”

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თავისი საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის შეაჯამა. როგორც ჟურნალისტებთან მან განაცხადა, საზღვარგარეთ წასვლას არ აპირებს:

„ორშაბათს ოფიციალურად გადავაბარებთ ახალ მერს მართვის სადავეებს. წარმატებებს ვუსურვებ მას.
დავისვენებ ძალიან ცოტას, რომლის შემდეგაც, რასაკვირველია, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია ის, რომ საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები ქვეყანაში,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანია არ აკონკრეტებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებს თუ არა მუშაობას.

დავით ნარმანიამ სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა

 

 

იტვირთბა....