როგორც სააგენტო “პირველი” იტყობინება, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლე ეჭვმიტანილია, რომ უმცროსკლასელს ფულს სძალავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს უფროსკლასელი ფულს სავარაუდოდ, დანის მუქარით ართმევდა.
“მეტრონომი” შს სამინისტროს დაუკავშირდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გამოძალვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.