aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე, ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე ვრცელდება.

“2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მონაწილეობით, გამართა შეხვედრა მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ორშაბათის სხდომაზე ნინო გვენეტაძეს იუსტიციის საბჭოს წევრები დაუპირისპირდნენ, ისინი მოითხოვდნენ 34 მოსამართლის უვადო დანიშვნის გადაწყვეტილებაზე საბჭოს თავმჯდომარეს ხელი მოეწერა.

იტვირთბა....