aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო გვენეტაძე შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

არაოფიციალური ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში მიმდინარე იუსტიციის საბჭოს წევრების დახურული შეხვედრის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, შესაძლოა, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთოს.

მისი გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა გახდება, კერძოდ, 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა, რასაც ნინო გვენეტაძე ხელს არ აწერს.

ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2015 წლის 20 მარტს დაინიშნა.

შეგახსენებთ, ორშაბათის სხდომაზე ნინო გვენეტაძეს იუსტიციის საბჭოს წევრები დაუპირისპირდნენ, ისინი მოითხოვდნენ 34 მოსამართლის უვადო დანიშვნის გადაწყვეტილებაზე საბჭოს თავმჯდომარეს ხელი მოეწერა.

იტვირთბა....