კავშირ “საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ “TV პირველის” ეთერში ამ დროისთვის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე, სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა თუ რით განსხვავდება ჩვეულებრივი ინტერაქცია მისი თქმით შეურაცხმყოფელ, დამაცირებელ მზერაზე. პატარაიას თქმით სექსუალური ხასიათის ყურება, დაკვირვება ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა იყოს დასჯადი და საუბარი თავისუფლების აღკვეთაზე არც ყოფილა.
“სექსუალური შევიწროება ძალიან სერიოზული პრობლემაა, მათ შორის საქართველოში. მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო ტაბუ. ამაზე არ საუბრობდნენ ქალები და ჩუმად ითმენდნენ. ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა ქალმა მოჰყვა ის საშინელი გამოცდილებები, რომლებსაც ყოველდღე გადიან იგივე საჯარო ტრანსპორტშიც, ან სამსახურში, ან სადმე სხვაგან. ეს არ არის ახალი თემა, უბრალოდ ჩვენ ვიწყებათ ახლა ამაზე საუბარს. ეს არ არის კანონი, რომელსაც ჩვენ ვიგონებთ. ეს არის კანონი, რომელიც განვითარებული ქვყენების უმეტესობას რეალურად გააჩნია.
ვერ ვხვდები არასწორად რატომ ესმით. ზოგს ჰონია, რომ ადამიანებს ერთმანეთის ყურება აღარ შეუძლიათ ამ კანონის გამო. ეს არ არის ასე. პეტიცია არის კანონპროექტი. თქვენ რაც წაიკითხეთ ეს კანონში არ ეწერება. ჩვენ რაც დავწერეთ იმისთვისაა, რომ ადამიანებს ზოგადად წარმოდგენა შეექმნათ.პეტიციით ვეუბნებით, რომ პრობლემაა და გადაწყვიტეთ. მაგრამ ჩვენ კანონპროექტი არ შეგვიტანია.
თუ ჩვენ კანონპროექტს შევიტანთ, იქნება ზოგადი ფორმულირების და ასეთი ჟღერადობის: ნებისმიეირ ქმედება, რომელიც არის სექსუალური შინაარსის, რომელიც არის არასასურველი. როდესაც ადამიანს არ უნდა უყურებდე, ეხებოდე, ესაუბრებოდი ისე როგორც უყურებ და ესაუბრები, ამას აგრძნობინებ მაგრამ მაინც აგრძელებს დაჟინებით. ეს იმდენად დისკომფორტული, იმდენად პრობლემური ხდება მსხვერპლისთვის, რომ უკიდურესი ხდება ადამიანისთვის, რომ დახმარებას ითხოვს სახელწმიფოსგან. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ძალიან უარყოფით ურთიერთობაზე, როცა ადამიანი მარტო ვეღარ უმკლავდება.” – განაცხადა პატარაიამ.
ბაია პატარაიამ ჩვეულებრივ მზერასა და სექსუალური ხასიათის ყურებას შორის ზღვარიგაავლო და გაუგებრობის ასაცილებლად აღნიშნა, რომ მაშინ იმ შემთხვევაში ცაითვლება მზერა შევიქროებად თუკი მზერა და ყურადღება გაუგებრობებს გაცდენილია და უკვე აშკარაა, რომ ძალადობრივია.
“მზერა იმ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ შევიწროებად, რომელიც არის დაჟინებული. როცა არ გსიამვონებს როგორც გიყურებს, ჩვენ ვაგრძნობინებთ ადამიანს და ვეუბნებით, რომ უხერხულად ვგრძნობთ თავს ესეთი მზერის ობიექტი ვიყოთ და ადამიანი ამას უგულებელყოფს. შეურაცხმყოფელია როდესაც უცხო ადამიანი იმ ადგილზე მომაშტერდება, სადაც არ უნდა მაშტერდებოდეს. მე ამას ვაფიქსირებ და ვერბალურად კი ვთხოვო, რომ ნუ მიყურებს, მაგრამ ადამიანმა ესეც ფეხებზე დაიკიდოს. ასეთი მზერა შეიძლება ძალადობრივი იყოს.” – განმარტა ბაია პატარაიამ.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია მოთხოვნით, სექსუალური შევიწროება კანონით აიკრძალოს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტში წარდგენილი პეტიცია მსჯელობისთვის გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა.