ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ბერას საჩუქრის მიღების საკითხზე მსჯელობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ბერას საჩუქრის მიღების საკითხზე მსჯელობს. საბჭოს წევრი მარინა მუსხელიშვილი ბერას საჩუქრის მიღების მომხრეა, რადგანაც მისი აზრით, ამ შეთავაზებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფული დაზოგა. მისი განცხადებით, მაუწყებელი რაც უფრო მეტ საჩუქარს მიიღებს, ის მით უფრო დამოუკიდებელი იქნება. ის ბერას კონცერტის საზოგადოებრივ არხზე  გაშვებას მადლობის გადახდად აფასებს.

“ბატონი ბიძინა საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და მას სულ არ სჭირდება 20 რაღაცის ჩუქება, რომ მის სიტყვას ჰქონდეს წონა ამ საზოგადოებაში. აქვს ნაჩუქარი მილიონები უნივერსიტეტებისთვის, თეატრებისთის და ა.შ.

მე მივესალმებოდი, რომ ყველას, ვისაც საშუალება აქვს, გვაჩუქონ. რაც მეტს გვეჩუქებენ, მით უფრო დამოუკიდებლები ვიქნებით. მადლობა უნდა ვუთხრათ მჩუქებელს იმიტომ, რომ უმადურობაა, როცა გჩუქნიან და მადლობას არ ეუბნები.

გავლენების თვალსაზრისით, მივესალმებოდი ბატონ ბერას კონცერტს პირველ არხზე მადლობის ნიშნად. იმისთვის, რომ დაგვაზოგინეს ფული და მივიღეთ ის, რაც მართლა გვჭირდება. ამ თვალსაზრისით მე ვერ ვხედავ პრობლემებს. მე მივსალმები იმას რომ ეს საჩუქრად გადმოგვეცენ და არა ფული ვიხადოთ ამის გამოყენებაში,”- ამბობს მარინა მუსხელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერით 372 011 ლარს გადაუხდიდა და ტექნიკას სწორედ მისგან შეიძენდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ბერამ თქვა, რომ ამ ტექნიკას მაუწყებელს საჩუქრად გადასცემს.

იტვირთბა....