ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოფხიზლდი ხელისუფლებავ, მთელი აღმაშენებლის გამზირი საროსკიპოდ გადაიქცა”

“გამოფხიზლდი ხელისუფლებავ! მთელი აღმაშენებლის გამზირი საროსკიპოებად გადაიქცა” – იურისტი თამთა მეგრელიშვილი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ვითარებას ეხმიანება.

“როგორც ჩანს პირდაპირ კაბინეტში უნდა შევაკითხო ვიღაც-ვიღაცეებს! გაჩუმებას არ ვაპირებ!
არც თქვენ გირჩევთ აღარაა ღრმად ძილის დრო! გამოფხიზლდი ხელისუფლებავ!

“აღმაშენებლის გამზირზე” მარტო მე ვხედავ რა ხდება?! გამოფხიზლდი ხელისუფლებავ! გამოფხიზლდი, თვალები გაახილე, შეხედე, თითქმის მთელი გამზირი საროსკიპოებად გადაიქცა! არსებული ბარები და სხვა დაწესებულებები ლეგალური ბორდელებია აი ისეთი მარტო თქვენ რომ ვერ ხედავთ და დანარჩენებმა რომ ვიცით! არაბები, ერაყელები, სირიელები, თურქები პროსტიტუციაში არიან ჩაბმულები და ღუპავენ ჩვენს დებს, ძმებსა და შვილებს! მე ყოველ დღე ვხედავ რა ხდება ღამით აღმაშენებლის გამზირზე,ხშირად ჩემივე ქალაქის,ჩემივე გამზირზე მიმავალს წინ გადამდგომია რამდენიმე თურქი თუ არაბი ჩემთვის გაუგებარი სიცილითა და რაღაც უცნაური სახის მანერით,ვაჭრის თვალებით რომ გწონიან, გაფასებენ, შეურაცმყოფელია! მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოფხიზლდით!

ჩაატარეთ რეიდები და ნახეთ რა ხდება რეალურად თქვენი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში! ასევე მოგმართავთ თხოვნით, შეისწავლოთ თბილისის ცენტრში მდებარე ღამის კლუბები, სადაც ქართველ გოგონებს უფასოდ, ხოლო ქართველ მამაკაცებს არაფრის ფასად არ უშვებენ! დროა გონს მოვეგოთ და გავახილოთ ფართოდ დახუჭული თვალები, პატივი ვცეთ საკუთარ თავს, საკუთარ რწმენას, მომავალსა და ამხელა კულტურისა და ტრადიციის მქონე ქვეყანას,ჩვენს ქვეყანას! სახელად საქართველოს!” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

sazogadoeba.ge

იტვირთბა....