ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მათ მიმართ დამოკიდებულება იქნება შესაბამისი”: კობახიძე საკრებულოს ყოფილ წევრებზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა მოწვევის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრები მათი გუნდის წევრებად რჩებიან და “მათ მიმართ დამოკიდებულება იქნება შესაბამისი”. მისი აზრით, წინასწარ დასკვნების გაკეთება ვინმეს ბრალელულობაზე რთულია, ამიტომ თუ კონკრეტული კითხვები არსებობს მას პასუხი უნდა გაეცეს.

“რა თქმა უნდა, საკრებულოს თითოეული წევრი, რომელიც წარმოადგენს “ქართულ ოცნებას”, არის ჩვენი გუნდის წევრი. ასევე, საუბარია საკრებულოს ყოფილ წევრებზე. ისინიც  ჩვენი გუნდის წევრები არიან და მათ მიმართ დამოკიდებულება იქნება შესაბამისი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ სააგენტში გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა. საქმე “ქართული ოცნების” საკრებულოს ყოფილ და ახლანდელ წევრებს ეხება, რომლებსაც ხაბეიშვილი ბრალს კორუფციაში სდებს. გამოძიბეა ხაბეიშვილის ბრალდებებით დაინტერესდა და მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებს გაეცნენ.

 

იტვირთბა....