თბილისის საქალაქო სასამართლო 2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ 6 პირთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 21 ნოემბერს გამოაცხადებს.
დაკავებულების პროცესი დღეს დაახლოებით 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ პირებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით ვიდეომასალები წარმოადინა. დაიკითხა 10-მდე სამართალდამცავი, ასევე დაცვის მხარის 1 მოწმე.
ბრალებულების თქმით, აღნიშნულ მასალებში არ ფიქსირდება ადმინისტრაციული დარღვევა აქციის მონაწილეების მხრიდან, სამართალდამცველთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია.
დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის 6 მონაწილე დააკავეს.
ოპოზიცია თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, სადაც პუშკინის ქუჩის ტერიტორიის მიმდებარე ნაწილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ერთ ლარად გადაეცა.