“რუსთავი 2”-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოდის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა საერთოდ, უფასო გახდეს.
“ქალაქმა შემოიყვანოს 1 000 კომფორტული ავტობუსი და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 10 წლით გახდეს უფასო. საიდან? – თბილისში მანქანის ყოლაზე შემოიღონ მუნიციპალური გადასახადი და პარკირება გახდეს (მაღალ)ფასიანი.
ps სამარშრუტო ტაქსების ბედი ვერ გადავწყვიტე”
შეგახსენებთ, ხელისუფლება ეთანხმება ინიციატივას, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრებისათვის ჯარიმის გადასახადი გაიზარდოს.