“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეს ანტიკორუფციულ სამსახურშია დაბარებული. მისი თქმით, საქმე თბილისის მაჟორიტარების ბიუროებში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს ეხება.
კონკრეტულად კი საუბარია დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმებას ეხება. ხაბეიშვილი გამოძიებას მის ხელთ არსებულ სხვა დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.