ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოროშენკომ რუსი არტისტების გასტროლების ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში რუსი არტისტების გასტროლებს კრძალავს. პრეზიდენტის პრესსსამსახურის განცხადებით, ქვეყანაში მათი შესვლა საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

7 ნოემბრის დოკუმენტი ძალაში ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა.

განცხადება აკრძალვის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში გააკეთეს.

რადამ 5 ოქტომბერს მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის კულტურის სამინისტროს ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი არტისტების ქვეყანაში შეშვებას კრძალავს. ეს დოკუმენტი განსაკუთრებულ პირობებს აწესებს რუსი ხელოვანების გასტროლების ორგანიზებისთვის. ორგანიზატორებმა კონცერტამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოითხოვონ ინფორმაცია, არსებობს თუ არა აღნიშნული არტისტის ქვეყანაში შეშვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ათდღიანი განხილვის შემდეგ უწყება პასუხს გასცემს, ორგანიზატორებს არტისტებთან ვიზიტის დეტალების შეთანხმება შეუძლიათ. აღნიშნული კანონის დარღვევა 6-დან 12 ათას დოლარამდე ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

2015 წლის იანვარში უმაღლესმა რადამ მიიღო დებულება, რომლის თანახმად, რუსეთს აგრესორი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. კიევი მიიჩნევს, რომ მოსკოვი უკრაინის საქმეებში ერევა და დონბასში კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს.

ბევრ რუს შემსრულებელს აქამდეც აკრძალული ჰქონდა უკრაინაში შესვლა, იმის გამო, რომ ისინი მანამდე ყირიმს სტუმრობდნენ. უკრაინის კულტურის სამინისტრომ 2015 წელს ე.წ. შავი სია განაახლა. სიაში შედიან კულტურის მუშაკები, რომლებიც, უკრაინის ხელისუფლების აზრით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. მაშინ ამ არტისტების რიგებში მოხვდნენ ოლეგ გაზმანოვი, იოსებ კობზონი, ალექსანდრ როზენბაუმი და იულია ჩიჩერინა.

იტვირთბა....