ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Forbes: მაგთიკომი ყველაზე შემოსავლიანი მობილური ოპერატორია

2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 333,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს (დღგ-ს დააქციზის გარეშე). სექტემბერში მობილური ოპერატორების შემოსავლებმა 39,543,777.12 ლარი შეადგინა რაც აგვისტოსთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა წერს.

ობილური ოპერატორების შემოსავლების ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 23 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

მონაცემები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეყრდნობა.

შემოსავლები, მობილური კომპანიების მიხედვით, შემდეგია:

• მაგთიკომი – 154,1 მლნ ლარი

• ჯეოსელი – 123,2 მლნ ლარი

• მობიტელი (Beeline) – 55,2 მლნ ლარი

• სილქნეტი – 809 939 ლარი

• ჯიმობაილი – 108 439 ლარი

საქართველოში მობილურის 5,112,140 აბონენტია. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგია:

• მაგთიკომი: 2,006,390

• ჯეოსელი: 1,792,935

• ბილაინი: 1,293,131

• სილქნეტი : 18,265

• ჯიმობაილ: 1,419

იტვირთბა....