ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბაჩო ახალაია: გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში

“ჩემი თანადგომა და მადლიერება გოგას, დღეს მას ჭირდება თანადგომა”,-ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრებული ბაჩო ახალაია facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს:

“სამწუხაროდ გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში.”- ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება.

სასამართლომ 22 ოქტომბერს ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო წამების ბრალდების საქმეზე, რომელიც 2006 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალაიას უფროსობის დროს პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად ექვსი პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება.

მეორე საქმე, რომელზეც მოსამართლემ ბაჩო ახალაიას მიმართ ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის სასჯელის მოხდისას მისი ბრძანებით განსაკუთრებული პრივილეგიების შექმნას. ახალაია სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ.

დიჯეი “რემბო”: სახლიდან გამოვდიოდი, როდესაც ონიანის ბრძანებით ხელბორკილები დამადეს

 

 

იტვირთბა....