ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება”: გიგი უგულავა გოგა ონიანის დაკავებაზე

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა ადვოკატ გოგა ოანიანის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ონიანის დაპატიმრება უსამართლო და დაუსაბუთებელია:

“გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება – წერტილი. გოგას “კმარას” დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს” – აღნიშნა უგულავამ.

ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ გოგა ოანიანი “ევროპულ საქართველოში” გადავიდოდა, ის დღეს თავისუფალი იქნებოდა.

“მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა – პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ “რაზბორკაში” გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!

პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან-სხვისიანად მას უბრახუნებდა”- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ონიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა.

„ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ ქონია ფაქტიურად, ეს იყო შეთხზული ამბავი, რომელიც მოტივირებული იყო ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე თავისუფლება აღეკვეთათ გიორგი ონიანისთვის, მაშინ, როდესაც დაცვის მხარემ მართლაც რეალური მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის, სახალხო დამცველი წარვადგინეთ მოწმის სახით და მისი ჩვენება ამ საქმის გასაღებია“ – აცხადებს ადვოკატი, ბექა ბასილაია.

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას. მისი თქმით, გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს თავისუფალი იქნებოდა”.

იტვირთბა....