ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებთ, ადვოკატ გოგო ონიანის დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამის შესახე მან “ნიუპოსტთან” განაცხადა.
“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ გოგა ონიანმა სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული, 5 პოლიციელი იყო ამ სავარაუდო დანაშაულში ბრალდებული, ის 4 პოლიციელი დატოვეს სამსახურში ონიანის საქმე კი სასამართლოში გამოუშვეს და მოითხოვდნენ რომ ეს ადამიანი ციხეში ყოფილიყო. ზუსტად ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. დაუშვათ, თუ 5-მა პირმა დანაშაული ჩაიდინა, აქიდან ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს ციხეში გაუშვა, ხოლო მათ ვინც აღიარეს ნარკოტიკი ჩავუდეო სამსახურში დატოვო ეს არის ანომალიური ფაქტი. მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა, როცა პოლიციელი იტყვის, რომ მე ჩავუდე ნარკოტიკიო და ის სამსახურში დატოვო. აქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური გადაწყვეტილება”- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ონიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა.
„ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ ქონია ფაქტიურად, ეს იყო შეთხზული ამბავი, რომელიც მოტივირებული იყო ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე თავისუფლება აღეკვეთათ გიორგი ონიანისთვის, მაშინ, როდესაც დაცვის მხარემ მართლაც რეალური მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის, სახალხო დამცველი წარვადგინეთ მოწმის სახით და მისი ჩვენება ამ საქმის გასაღებია“ – აცხადებს ადვოკატი, ბექა ბასილაია.