ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ გვინდა შემოსავლის 20%-ის შენახვა, ვინ გეკითხებათ თქვენ”: ჯაფარიძის მიმართვა გურგენიძეს

პოლიტიკურ ცენტ “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესა და ფინანსთა ყოფილ მინისტრ მირიან გურგენიძეს შორის დაპირისპირება “TV პირველის” ეთერში ახალ კანონთან, დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით მოხდა. კანონისმომხრე გურგენიძე, ხოლო მოწინააღმდეგე ჯაფარიძე გახლდათ.

ჯაფარიძის განცხადებით თითოეული მოქალაქე საკუთარ ხელფასს თავად განკარგავს და მისი გადასაწყვეტია თანხას პენსიისთვის დააგროვებს თუ არა, რაზეც მისმა ოპონენტმა გურგენიძემ უპასუხა, რომ ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა და საჭიროების შემთხვევაში ხალხმა უნდა გადადოს მისთვის ხელფასის 20%, რაც სოციალურ თანასწორობას უწყობს ხელს.

“თვითონ მიხედავს ხალხი თავს უნდა თანხას დააგროვებს უნდა არა… არ არის ვალდებულება რაღაც სისტემები განახორციელოთ. თქვენ ვინ გეკითხებათ არ დააგროვებს ნუ დააგროვებს თქვენ რატომ გადაწყვიტეთ რომ უნდა დააგროვოს” -მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ მირიან გურგენიძეს.

ჯაფარიძის პასუხად კი გურგენიძემ განმარტა, რომ თუ სახელმწიფოს საჭიროება მოითხოვს მოსახლეობამ ხელფასიდან დანაზოგი უნდა შეიტანოს.

“რას ქვია სახელმწიფოს სჭირდება. სახელმწიფო ჩვენ ვართ: მე, აგერ ეს ადამიანები. არ გვინდა, ვინ გეკითხებათ. თქვენ დგახართ და მიმტკიცებთ, რომ ჩვენ ყველანი დებილები ვართ და გვეუბნებით, რომ ხელფასის 20 % შევინახოთ. არ გვინდა და მოდიხართ და მეუბნებით, რომ ჩემი შემოსავალია არის ჩემი ნაშრომი. მე ვიშრომე მთელი თვე რომ ხელფასი ამეღო. სახელმწიფოს ვინ ეკითხება. რასაც მახდევინებთ იმაზე ნაკლები გადამახდევინეთ.” -განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

იტვირთბა....