ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

მაღლაფერიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ბერას საჩუქარი მიიღოს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერა ივანიშვილის საჩუქარი მიიღო და ტექნიკის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. ინფორმაცია მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ “მოამბის” ეთერში დაადასტურა.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს კანონის სრული დაცვით და მომავალშიც ასე იმოქმედებს. ის აჟიოტაჟი და სიფრთხილე საზოგადოების გარკვეული ნაწილისა, ასევე მისასალმებელია, რომ რაიმე ცუდი არ მოხდეს. მათ ეს დარწმუნებული ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრობით მოსდით, თუმცა ამან ჩვენ სიკეთეც მოგვიტანა. იმიტომ რომ, ამ აჟიოტაჟის შედეგად, ამ ტექნიკის მფლობელმა ბერა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა ტექნიკა. ამ ეტაპზე ეს ტექნიკა იყო ძალიან საჭირო, ეს ჩვენი საჭიროებს ძალიან პატარა ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან მადლობელი ვართ და მომავალშიც გაგებით და მადლობით შევეგებებით, ვინც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერით 372 011 ლარს გადაუხდიდა და ტექნიკას სწორედ მისგან შეიძენდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ბერამ თქვა, რომ ამ ტექნიკას მაუწყებელს საჩუქრად გადასცემს

იტვირთბა....