ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ყიფიანი დაგროვებით პენსიაზე: 500 000 სოციალურად დაუცველის ფონზე ეს არასწორი გადაწყვეტილებაა

ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა “TV პირველის” ეთერში ახალ კანონზე, დაგროვებითი პენსიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელწმიფო ამისთვის მზად არ არის. ყიფიანის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების სუფსიდირება ხდება, რომლეთაც შემოსავალი აქვთ.

“სახელმწიფოს 2%-ით ვაფსუფსიდირებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შემოსავალი და ამას ვაკეთებთ იმ ფონზე, როცა დაახლოებით 500 000 ადამიანი ქვეყანაში არის სოციალურად დაუცველი. პრიორიტეტების დონეზეც კი არასწორი გადაწვეტილებაა რასაც აკეთებენ. ის 2%, რასაც სახელმწიფო ჩადებს შემოსავლების მქონე ადამიანების პენსიის დაგროვებაში, გამოდის, რომ ეს თანხა მოაკლდება მილიონ საჭიროებას; იზრდება შიდა ვალი, მთელი რიგი ხარჯები, არამიზნობრივი ხარჯები და სახელმწიფო წავა და ამ მიზნებისთვის საპენსიო ფონდში დაგროვებულ თანხას გამოიყენებს ან აიღებს ვალს. ეს რეფორმა გაცილებით მრავალწლიანია. ამისთვის სახელწმიფო არ არის მზად.” – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

იტვირთბა....