ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კოსტავას ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

ამ დრომდე არსებული ინფრომაციით,  ქალის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღნიშნება. სამართალდამცველები  ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.

იტვირთბა....