იუსტიციის საბჭოს სხდომა ამ წუთებში ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი, რამდენიმე სხდომის წინ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების საკითხის განხილვა გახდა.
სხდომაზე გაირკვა, რომ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს ბრძანებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია, ამიტომ იუსტიციის საბჭოს წევრებმა გვენეტაძისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს. დღესვე, უზენაესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ის ბულინგის მსხვერპლია.