ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საუდის არაბეთის პრინცი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა

საუდის არაბეთის პრინცი ავიაკატასტროფაში, იემენის საზღვართან გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება.

პრინცი მანსორ ბინ მუჰრინი, ასირის პროვინციის მმართველი, სხვა ოფიცილურ პირებთან ერთად მოგზაურობდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა, – იუწყება ბრიტანული ტელევიზია ადგილობრივზე დაყრდნობით.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ათეულობით ადამიანი, მათ შორის 11 პრინცი და 4 მინისტრი ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის გამო დააკავა.
ანტიკორუფციულ სამსახურს პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხემძღვანელობს.

იტვირთბა....