ანონიმური ზარი გაისმა თეატრში, რომელმაც ადმინისტრაციას მოსკოვის დიდ თეატრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ამცნო. 700 ადამიანი ევაკუირებული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. დაგეგმილი კონცერტი კონცერტი გაუქმდა.
მანამდე 3000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო სახლში განხორციელდა; სასტუმრო „მეტროპოლი“ კი ორი ათასზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს. ევაკუაცია განხორციელდა ასევე იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრებიდან. მათ შორის „ევროპეისკიდან“ და „დისკონტიდან“.