საქართველოში ავეჯის მასალების შემომტანი კომპანია „კასტა“ ათი წლის გახდა. კომპანიამ ეს დღესასწაული საკუთარ თანამშრომლებს მიუძღვნა.
“ჩვენ ათი წელი შეგვისრულდა! უნდა იყო ძალიან წინდახედული, შედეგსა და ხარისხზე ორიენტირებული, რომ ამდენი წლის გახდე. კომპანია „კასტას“ საქართველოში ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ავეჯის მასალა შემოაქვს, ჩვენი კომპანია ახლა მოწოდების სიმაღლეზეა. კომპანიაში 45-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ეს დღე თანამშრომლებს ვაჩუქეთ. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი მაგალითია კორპორატიული პასუხისმგებლობის, როცა კომპანია ზრუნავს საკუთარ თანამშრომელთა კმაყოფილებაზე.
კომპანიაში გვყავს ადამიანები, რომლებიც კომპანიასთან ერთად გაიზარდნენ. ისინი ჩვენთან უკვე რამდენიმე წელია რაც მუშაობენ. ღონისძიება ტორტის დაჭრითა და ფოიერვერკით დავასრულეთ.
ეს არის გუნდი, რომელიც საქმისადმი საოცარი ერთგულებით გამოირჩევა. მე სიამაყით ვაცხადებ, რომ ვმუშაობ ისეთ კომპანიაში, სადაც წინსვლისა და განვითარების პერსპექტივაა და ყველაფერი შენს ხელშია.“- აცხადებს კომპანია “კასტას” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ბაღდავაძე.
მთელი ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ ცოცხალი მუსიკით. საღამოს დასასრულს გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.
კომპანია ,,კასტა“ 2007 წელს შპს “დამატელა”-ს სახელით დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას ლამინირებული მერქან ბურბუშელოვანი (დსპ) და მერქანბოჭკოვანი (მდფ) ფილების იმპორტი, ჭრა და რეალიზაცია წარმოადგენდა.
2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ავეჯის მასალების წამყვან ევროპულ ბრენდ ,,კრონოშპანთან’’. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი მიზანი ბაზარზე ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი მასალის შემოტანა იყო. კომპანიისადმი დაინტერესება გაიზარდა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მუშაობენ: საბავშვო ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების და სამედიცინო დაწესებულებების ავეჯის დამზადებაზე.