როგორც ცნობილი გახდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას “ინტერპრესნისუსი” ავრცელებს.
ოყურეშში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ შინაური ცხოველი ცოფით დაავდდა. მას შემდეგ რაც ძაღლს, ცოფის ნიშნები დაუდგინდა მალევე მკვდარი იპოვნეს.
“პირველადი სალიკვიდაციო სამუშაოები შესაბამისი სამსახურების მიერ დროულად ჩატარდა”, – განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა მალხაზ მანაგაძემ.
ამდროისთვის, სოფელში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. გრძელდება საკარანტინო ღონისძიებები. პრევენციის მიზნით ვაქცინაცია სოფელში ყველა ცხოველს ჩაუტარდა.