ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საქალაქო სასამართლომ ათი პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი პოლიტიკური პარტიის მიერ ცესკო-ს წინააღმდეგარ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სასამართლოზე წარდგენილი იყო ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, თუ როგორ ხდებოდა ერთი ადამიანის მიერ რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრა საარჩევნო ყუთში.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები ითხოვდენენ, რომ ცესკო-ს დეტალურად განეხილა 63 საჩივარი და საოლქო კომისიების მიერ მიღებული ოქმები ბათილად ეცნო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. თუ სააპელაციო სასამართლოც არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, მაშინ, დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება.

იტვირთბა....