ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქცია ბათუმში: ახლადაშენებული კორპუსის სარდაფში ნავთობი ჟონავს

ბათუმში, გორგილაძის 94 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები აქციას მართავენ. მოსახლეობის თქმით, ახლადაშენებული კორპუსის სარდაფში მეზობლად მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობი ჟონავს.

პრობლემის შესაზებ მოსახლეობამ არა ერთხელ მიმართა ბათუმის მერიას, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ კომპანიასა და გარემოს დაცვით უწყებებს, მაგრამ ამდრომდე, კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

„მაისიდან გვაწუხებს ეს პრობლემა. სადარბაზოებსა და ბინებში ნავთობის მძაფრი სუნია, ხშირია ინტოქსიკაციის შემთხვევები, რამდენჯერმე მოხვდნენ აქ მცხოვრები ბავშვები სწორედ ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოებში. ჩვენს შეტყობინებებზე დღემდე არც ერთი უწყება არ რეაგირებს“,- აღნიშნავს აქციის მონაწილე.

სარდაფიდან წყლის ამოტუმბვას მოსახლეობა საკუთარი ძალებით შეეცადა, თუმცა ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც გორგილაძის ქუჩის მცხოვრებლებს სარდაფიდან წყლის ამოტუმბვის საშუალება არ მისცეს.

უწყების თანამშრომლების განმარტებით, წყლის ამოტუმბვის შემთხვევაში, მასში შერეული ნავთობი ზღვაში მოხვდება და ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის.

თუმცა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, როგორ შეიძლება მოგვარდეს მოსახლეობის პრობლემა.

იტვირთბა....