ახალი ამბები

ინციდენტი ბათუმში: დელტაპლანი ზღვაში ჩავარდა

ბათუმში დელტაპლანი იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, მცირე ზომის საფრენ აპარატზე უცხოელი ტურისტი და უკრაინელი პილოტი იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დელტაპლანი 15 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. მაშველებმა კი, რეაგირება სწრაფად მოახდინეს.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს კლუბ “დელტაპლანების საჰაერო გართობის” ხელმძღვანელი ვასილ ტაკიძე. მისი თქმით, სეზონი 10 დღის წინ დასრულდა, დღეს საფრენი აპარატის ნაპირზე ამოყვანას ცდილობდნენ. რა დროსაც დელტაპლანი გადაბრუნდა. ვასილ ტაკიძის განმარტებით, აპარატზე ტურისტი არ იმყოფებოდა.

იტვირთბა....