თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს.
გარდაცვლილი თელავში მცხოვრები ნიკოლოზ ავბეწაშვილია. ცხედარი გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში დილით ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.