ახალი ამბები მთავარი სპორტი

ოლიმპიელმა ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა

ძალოსანი ლაშა ტალახაძე უკვე მეორედ გახდა რეკორდსმენი. მან აკვრაში 254 კილო დასძლია და ჯამური მსოფლიო რეკორდი, 474 კილო, დაამყარა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძემ ჯამში 473 კილო ასწია (ატაცი – 217, აკვრა 256) და მაშინ, ამით ახალი რეკორდი დაამყარა. წელს კი, აღნიშნული შედეგი გააუმჯობესა.

იტვირთბა....