სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ქარელში, სოფელ ბებნისში, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, დღის ცენტრი განახლდა.
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე ტრადიციული ხელობების შემსწავლელი სკოლა შარშან დაარსდა. წელს კი, სკოლა საჭირო დანადგარებითა და ინვენტარით აღიჭურვა. ყოველდღიურად, ცენტრში 50-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.
ცენტრი ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა.