ახალი ამბები მთავარი სამართალი

თერჯოლაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც ცნობილია, მას ყელის არეში დაზიანება აღენიშნება. პიროვნების, ბ.გ.-ს ცხედარი ოთახში ბებიამ აღმოაჩინა.

ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზეა გახსნილი. ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.

იტვირთბა....