ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქული გაზეთი “მილეტი” იუწყება, რომ თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, ქალაქ ასპარანის მახლობლად, პოლიციამ მიკროავტობუსი გააჩერა, რომლითაც 12 არალეგალი სირიელი ცდილობდა საბერძნეთში, როდოსის კუნძულისკენ გადასვლას.

როგორც აღმოჩნდა, ჯგუფის ხელმძღვანელი და, ასევე, ავტობუსის მძღოლი ქართული წარმოშობის 37 წლის პიროვნება არის. ის, 43 წლის, თურქ პარტნიორთან ერთად მოქმედებდა.

პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა, ხოლო საქმე უკვე სასამართლოშია გადაცემული.

იტვირთბა....