როგორც ცნობილი გახდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საქმე ეხება, 20 პოლიტიკური პარტიის მოთხოვნას. პარტიები თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობასა და საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.
“წარვადგინეთ ვიდეოები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ მიდის კაცი და აგდებს ბიულეტენებს რამდენიმე უბანზე, ეს ყველაფერი ნახა მოსამართლემ, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,”‘- აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
პოლიტიკური პარტიები სააპელაციო სასამართლოში ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ნოემბერს ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლაზე უარყოფითი პასუხი გამოაცხადა. კანონის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს ცესკოს გადაწყვეტილების პირველ ინსტანციაში გასაჩივრებისთვის 24 საათიანი ვადა აქვთ.

