იურიდიული კომპანიის “ებრალიძე და კომპანია” დამფუძნებელმა, დავით ებრალიძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
მის პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია ადვოკატთა ასოციაციის სახელის ცვლილებაზე. ებრალიძისვე თქმით, ადვოკატთა ასოციაციის სახელწოდება უნდა შეიცვალოს “საქართველოს პროფესიონალ იურისტთა ასოციაციით.”
ებრალიძის განცხადებით, აუცილებელია ადვოკატთა პროფესია სრულყოფილი იყოს და მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემები მოგვარდეს. ასევე, საჭიროა კანონით დაცული იყოს ყველა შესაბამისი პროფესიული იურიდიული მომსახურების უფლება.
შეგახსენებთ, რომ დავით ებრალიძე 2005 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ის 2015-2016 წლებში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე მუშაობდა. 2012-2013 წლებში კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ებრალიძეს მუშაობის გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკის ექსპერტის თანამდებობაზეც და ასევე 2003-2005 წლებში იყო ენერგოომბუდსმენი.