ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: ჩვენ გავასაჩივრებთ ყველა საოლქო კომისიის შედეგს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმე ეხება თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გადათვლაზე უარის მიღებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ჩვენ გავასაჩივრეთ ყველა, 73-ვე საოლქო კომისიების შედეგებს. 21 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება, რადგან ტოტალურად კონტროლდებოდა ამომრჩეველთა ნება. ასევე თითქმის არცერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა ნაციონალური მოძრაობის საჩივრები სხვადასხვა უბნიდან. სამწუხაროდ, ცესკო არ მოქმედებს კანონის ინტერესებიდან გამომდინარე და იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ვაპირებთ ცესკოს ეს უკანონო გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ვიბრძოლოთ ბოლომდე. 21 ოქტომბრის არჩევნები ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამართლიანად”,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლაზე უარყოფითი პასუხი 3 ნოემბერს გამოაცხადა.

კანონის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს ცესკოს გადაწყვეტილების პირველ ინსტანციაში გასაჩივრებისთვის 24 საათიანი ვადა აქვთ. “ენმ” სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, კი არ არსებობს არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს.

იტვირთბა....