მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი “ქართული ოცნების” წევრის ჯეიხუნ ჩოიდაროვის განცხადებით, მომდარი პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება. დეპუტატის თქმით, დაკითხვისას მან პოლიციას კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარიც დაუსახელა.
ამის შესახებ, ჯეიხუნ ჩოიდაროვმა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფს უამბო, რომელმაც აუდიოჩანაწერი „კურიერს“ გადასცა.
„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის რაც ყიზილაჯლოში მოხდა იყო პოლიტიკური საკითხი. მე მაქვს ეჭვი ერთ ადამიანზე, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო პოლიციასაც ვუთხარი და დარწმუნებული ვარ ის ადამიანიც დაიკითხება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მომხდარა პირადი დაპირისპირების მიზნით და მომდარი პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდება“- აცხადებს ჯეიხუნ ჩოიდაროვი.