ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

საქსტატი: პროდუქტებზე ფასები ოფიციალურად გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში პროდუქტზე ფასები ოქტომბერში ოფიციალურად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ფასების ზრდა თითქმის ყველა პროდუქტს შეეხო:

„ფასები, დაახლოებით, 28%-ით გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, დაახლოებით, 14%-ით ხილის ჯგუფზე და, დაახლოებით, 9%-ით ხორცპროდუქტებზე. ეს სამი კატეგორია გახლავთ მნიშვნელოვანი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების მატებისა. მეორე არის ტრანსპორტის ჯგუფი, რომელშიც ფასების დაახლოებით 15%-იანი ზრდა გვაქვს. მესამე ჯგუფია ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, ჯგუფში ფასების 17%-იანი ზრდა გვაქვს, ჯანდაცვის ჯგუფში ფასები დაახლოებით, 5.8%-ით გაიზარდა, ფასები გაზრდილია გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე, ასევე სამედიცინო აპარატურაზეც,“- განმარტა ’’საქსტატის’’ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გოგიტა თოდრაძემ.

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, პროდუქტებზე ფასების ზრდა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება:

„არ არის რთული იმის წინასწარმეტყველება, რომ ნოემბერ-დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო ზევით წავა,“- განაცხადა ეკონომისტმა, ლაშა გოცირიძემ.

ლარის კურსი მცირედით გამყარდა

 

 

იტვირთბა....