საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება. მან ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
„ჩვენ გამიზნული გვაქვს, რომ აღნიშნულ პროექტში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი, თუმცა სანამ ინდექზაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მანამდე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 2019 წელს და 2020 წელს ინდექზაციის მეთოდით პენსია გაიზრდება. 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება ისევე, როგორც 2020 წელს“, – დასძინა ქუმსიშვილმა.