დღეს ცესკოში განიხილება თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარი აღნიშნულ რეგიონში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მის ხელმეორედ ჩატარებასთან დაკავშირებით. ლელა ქიტესაშვილის საჩივრის განსახილველად ცესკო-ს მხოლოდ 1 დღე აქვს.
როგორც ქიტესაშვილი თავის საჩივარში აცხადებს, მიღებული ხმების 50%-ზე მეტი არც ერთ კანდიდატს არ მიუღია, შესაბამისად, ბარიერი გადალახული არ არის. ლელა ქიტესაშვილი თიანეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
შეგახსენებთ, „ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატმა გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. ის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.