ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცოპერაცია თბილისში: შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ გუშინ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

იტვირთბა....