ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სამი ბიჭი თავში ურახუნებდა”: ბულაჩაურის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლს სცემეს

ბულაჩაურის ქუჩაზე, #150 ავტობუსის მძღოლს სცემეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ,დაპირისპირება ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუტორებსა და მძღოლს შორის მოხდა.

მათი თქმით, თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დისტრიბუციის მანქანის არასწორად გაჩერებას მოჰყვა, შემდეგ კი დისტრიბუციის მანქანის მძღოლი და მისი თანმხლები პირი ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“დისტრიბუციის მანქანის მძღოლებმა ჩვენს მძღოლს შეაგინეს. შემდეგ მძღოლმა გააღო ავტობუსის კარი და რომ იტყვიან, კარებიდან გადმოიღეს. სამი ბიჭი თავში ურახუნებდა, ჩამოვედით მგზავრები, მაგრამ ხელიდან ვერ ვაგდებინებდით” – იხსენებს თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა.

იტვირთბა....