ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ტრამპი “Green Card”-ის გაუქმების ინიციატივით გამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათის“ ლატარეის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ტრამპმა გაუქმების აუცილებლობის საკითხი მანჰეტენზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ კიდევ ერთხელ დააყენა. მისი განცხადებით, სისტემა უნდა შეიცვალოს და ხანგრძლივი ვიზები გაიცეს „რეალურ დამსახურებებზე დაფუძნებით“.

ამის შესახებ ტრამპი ტვიტერზე წერს:
„ტერორისტი ჩვენს ქვეყანაში ეგრეთ წოდებული „ვიზის მრავალჯერადი ლატარიის პროგრამით“ შემოვიდა, ჩაკ შუმერის სილამაზე, ჩვენ გვსურს ემიგრაცია რომელიც ნამდვილ დამსახურებებზე იქნება დაფუძნებული და ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მკაცრები და ჭკვიანები, არა დემოკრატიულ სალატარიო სისტემას“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ მანჰეტენზე უცნობი პირი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეხაჯა და სროლა დაიწყო. პოლიციელმა ეჭვმიტანილი მუცლის არეში დაჭრა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. წერილში, რომელიც პოლიციამ მანქანაში იპოვა წერია, რომ დანაშაული ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის სახელით ჩაიდინა.

იტვირთბა....