ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროს და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით, რუსი მოთხილამურეები – ალექსანდრ ლეგკოვი და ევგენი ბელოვი დამნაშავედ სცნეს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში და მათ მიმართ მკაცრი საქნციები გამოიტანეს. ეს ფაქტი სერიოზულ ზიანს აყენებს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების შედეგებს .

გაუქმდა ლეგკოვისა და ბელოვის შედეგები 2014 წლის ოლიმპიადაზე. განსაკუთრებით ლეგკოვი დაზარალდა, რადგან მას ოქრო ჰქონდა მოპოვებული 50 კილომეტრზე რბენაში და ვერცხლი – 4×10 კილომეტრზე ესტაფეტაში. ეს შედეგები გაუქმებულია და სპორტსმენს ორივე მედლის დაბრუნება მოუწევს. ასევე, უნდა დააბრუნონ ვერცხლის მედლები ესტაფეტაში მონაწილე სხვა მოთხილამურეებმა.

ამ დროისთვის, ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება, გადაეცემათ თუ არა ეს მედლები სხვა მორბენლებს.

ამას ემატება ისიც, რომ ლეგკოვსა და ბელოვს სამუდამო დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2018 წლის ზამთრის თამაშებში.

იტვირთბა....