ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაღებში დირექტორისა და აღმზრდელის სტატუსისთვის ტესტირების გავლა აუცილებელი იქნება

მომავალი წლიდან ძალაში შედის საბავშვო ბაგა-ბაღებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად სპეციალური კრიტერიუმები.

როგორც ცნობილია, დოკუმენტის თანახმად, 2018 წლიდან ბაგა-ბაღების გამგეების სტატუსი უქმდება და მის ნაცვლად დირექტორის სტატუსი შემოდის.

ბაგა-ბაღის დირექტორობის მსურველებს ტესტირების ჩაბარება და გასაუბრების გავლა მოუწევთ.

ასევე, საგანმანათლებლო კრიტერიუმების დაკმაყოფილება დირექტორების გარდა ბაღის აღმზრდელებსაც მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1259 ბაღი და 5 000 აღმზრდელია.

იტვირთბა....