აშშ-ში, ნიუ იორკში, მანჰეტენზე ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 და დაშავებულია 11 ადამიანი.
შეგახსენებთ, მანჰეტენზე უცნობი პირი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეხაჯა და სროლა დაიწყო. პოლიციელმა ეჭვმიტანილი მუცლის არეში დაჭრა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. წერილში, რომელიც პოლიციამ მანქანაში იპოვა წერია, რომ დანაშაული ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის სახელით ჩაიდინა. ტერორიზმში ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია. ის უზბეკეთში დაბადებული, საიფულო საიპოვია.