ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა

გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი, რომელსაც სხეულზე ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

იტვირთბა....