ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

1 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ელექტროენერგია შეუწყდება შემდეგ რაიონებს: სამგორის, ნაძალადევის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, საბურთალოს.

თელასი ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერების მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის ნაკვეთების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის, რომელაშვილის, ნიჟარაძის, ნუშის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტეტიშვილის, ყიფიანის და მესხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამ ფანჯიკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

იტვირთბა....